პროექტი - „გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში” ოფიციალურად დაიხურა

დღეს ევროკავშირის მიერ 1,3 მილიონი ევროთი დაფინანსებული პროექტი - „გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში” ოფიციალურად დაიხურა. დახურვის ცერემონია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა.

ცენტრის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის და ფონდის „მონოპრიო”, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხორციელდებოდა და 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროექტის მიზანი საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება და შემდგომი განვითარება იყო. ამასთან, მისი ძირითადი მიზანი კანონმდებლობის ანალიზს უკავშირდებოდა.

“ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი საკითხის განვითარება და გადაწყვეტა გვევალება, აქედან გამომდინარე, ამ პროექტის საშუალებით გაკეთდა სერიოზული ანალიზი იმ განსხვავებების, რაც ჩვენსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის არის და ასევე გაანალიზდა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რო სწრაფად მოხდეს ჰარმონიზაცია. ამ პროექტმა ხელი შეუწყო ე.წ გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებას, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად შემუშავდა და გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, როგორც მომავალი 5 წლის სამოქმედო დოკუმენტი გარემოს ჯანმრთელობის საკითხებში. ამ პროექტმა აღნიშნული გეგმის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე