ეკა ბესელია უმრავლესობაზე - ამათ მზაკვრული გეგმა აქვთ, მაგრამ ესენი რომ მოიფიქრებენ, ის კარგა ხნის წინ მაქვს გავლილი

ამათ აქვთ მზაკვრული გეგმა, მაგრამ ესენი რომ მოიფიქრებენ, ის მე კარგა ხნის წინ მაქვს გავლილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, მისი ინიციატივის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარუდგენლობის მიზეზზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, უმრავლესობა ცდილობს ჩააგდოს მისი და კიდევ 12 დეპუტატის ინიციატივა. ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ ამ მიზნით მოხდა კომიტეტის პირველი სხდომის არასამუშაო დღეს ჩატარება. დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობა შეცდომებზე ვერაფერს სწავლობს.

„ამათ აქვთ მზაკვრული გეგმა, მაგრამ ესენი რომ მოიფიქრებენ, ის მე კარგა ხნის წინ მაქვს გავლილი. მათ სწრაფად უნდოდათ მოეშორებინათ ეს პროექტი და ამიტომ დანიშნეს შაბათს სხდომა, რომ მოიშორონ თავის ტკივილი. რატომ დანიშნეს სხდომა 4 დღეში, როცა დრო გვაქვს კიდევ 5 კვირა, სად ეჩქარებოდა ოხანაშვილს? უთხრეს, ჩქარა მოიშორე ბესელიას და კიდევ 12 დეპუტატის კანონპროექტი, რომელიც თავის ტკივილია? ეს თავის ტკივილი ცოტა დიდხანს გაუგრძელდებათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს