გედევან ფოფხაძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვყავს ჯალათები და მოსამართლეთა დიდი ნაწილი ზონდერ-მოსამართლეებია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტით უმრავლესობა არჩევანის გაკეთებას ცუდსა და უარეს შორის გვთავაზობს - წარმოდგენილი პროექტით მოსამართლეობის წესიერი კანდიდატურა ასარჩევად პარლამენტში არასდროს შემოვა, - ასეთ შეფასებას პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე აკეთებს.

ფოფხაძე ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უტიფრულს უწოდებს და ამბობს, რომ ის, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში ქურდულად შემოიტანა, ახლა პროცედურებით შემოიტანს.

„უმრავლესობის კანონპროექტისათვის ხმის მიცემა ჩინჩალაძისთვის ხმის მიცემას ნიშნავს. წარმოდგენილი კანონპროექტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმ ამოცანის განხორციელებას უადვილებს, რაც დეკემბერში შეჩერდა. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვყავს ჯალათები და მოსამართლეთა დიდი ნაწილი ზონდერ-მოსამართლეებია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უმრავლესობის კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს. საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორი, რომელთა შეფასებით, პროექტი მართმსაჯულების წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და უზენაეს სასამართლოში „კლანის“ გაძლიერებას უზრუნველყოფს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უმრავლესობას მოუწოდებენ, დაელოდონ ვენეციის კომისიის დასკვნას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს