სოფიო ქაცარავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავამ სტუმართან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

შეხვედრის განსახილველი თემები იყო ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, ინსტიტუციური დაახლოება და გამოწვევებთან გამკლავება.

მხარეებმა ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღის წესრიგსა და გეგმებზე ისაუბრეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს