ოზურგეთის სოფელ გურიანთის სკოლის გაქურდვისთვის სამი არასრულწლოვანი ამხილეს

სამართალდამცველებმა სკოლის გაქურდვისთვის 3 არასრულწლოვანი ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, სამმა არასრულწლოვანმა, მიმდინარე წლის 15 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში, ღამის საათებში, ფარულად შეაღწიეს და მოიპარეს ორი ნოუთბუქი, პერსონალური კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი და მუსიკალური ცენტრი. სამივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი ამხილეს. მხილებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., 2000 წელს დაბადებული ლ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული ა.ჟ. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამმა არასრულწლოვანმა, მიმდინარე წლის 15 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში, ღამის საათებში, ფარულად შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შენობაში განთავსებულ ორ ნოუთბუქს, პერსონალურ კომპიუტერს, ქსეროქსის აპარატს, მუსიკალურ ცენტრს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია