სოფო ვერძეული მოსამართლეობის კანონპროექტზე - ეს კანონი ამ ფორმით რომ დაწერო, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა, ან არ უნდა გესმოდეს კონტექსტი

ეს კანონი რომ დაწერო ამ ფორმით, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა, ან ძალიან არ უნდა გესმოდეს კონტექსტი, თქვენ თავად გადაწყვიტეთ რომელი გაწყობთ“, - ამის შესახებ იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„იმდენჯერ ითქვა, რომ გუნდში შეთანხმებულია, გუნდში გავლილია, მაშინ კითხვა მაქვს რას ვაკეთებთ აქ? რაზე ვმსჯელობთ? თუ ამბობთ, რომ უმრავლესობასთან ამ ფორმით ეს კანონპროექტი არის შეთანხმებული და გავლილი, მაშინ გვითხარით, რომ არსებობს სივრცეები და პოლიტიკური რესურსი უკან დახევის, თუ არ არსებობს მაშინ დროს რაში ვკარგავთ?! ამ საკითხის ასეთი მშვიდი განხილვა მისაღები იქნებოდა 2016 წელს, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ამ კანონპროექტის ამ ფორმით გამოტანა და ამის დაწერა არის საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ხალხო, ვერაფერი ვერ გაგიგიათ და ტყუილად გაბრაზდით 2018 წლის დეკემბერში და იმის თქმა თავგასული საბჭოსთვის, რომ თქვენ რისი მიღწევაც გინდოდათ დეკემბერში, ჩვენ ახლა, ლეგალური გზებით უფრო მარტივად მიგაღწევინებთ. ჩემთვის ნამდვილად ეს არის იმ პროტესტზე პოლიტიკური პასუხი, რაც იყო 2018 წლის დეკემბერში. დეკემბერში ის ბარიერები მაინც არ ეწერა სიაში, რასაც დღეს წერთ, სჯობდა არ დაწერილიყო, თუნდაც იგივე გამოცდების თემა მაინც არ ეწერა. უზენაეს სასამართლოში ჩაკეტვა ამ ჯგუფის ნიშნავს, რომ აღარასოდეს, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში აღარ გვექნება საშუალება ვილაპარაკოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. „კლანი“ აკონტროლებს პირველ და მეორე ინსტანციას, მაგრამ ჯერ ვერ აკონტროლებს უზენაეს სასამართლოს და იქნებ ეს ინსტანცია მაინც გამოვგლიჯოთ“, - განაცხადა ვერძეულმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა