მამუკა კაციტაძე - ჩვენი მიზანია, მილიონი მოქალაქის ხმა გავაგონოთ დაყრუებულ ხელისუფლებას

ჩვენი მიზანია, მილიონი მოქალაქის ხმა გავაგონოთ დაყრუებულ ხელისუფლებას , - ამის შესახებ ,,ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მიზანია, საარჩევნო სისტემაში სამართლიანობის აღდგენა, რაც გამოიხატება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაში.

„საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად მესამე კვირაა დავიწყეთ საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება. ჩვენი მიზანია, მილიონი ჩვენი მოქალაქის ხმა გავაგონოთ დაყრუებულ ხელისუფლებას, რომ ეს მათი ნებაა და არა ცალკეული ოპოზიციური პარტიის. ჩვენ არ გავწელავთ პროცესს და დაახლოებით 20 მაისისთვის საჭირო რაოდენობის ხმას შევიტანთ, რაც საჭიროა სამართლებრივი პროცესის დასაწყებად. ჩვენ გვინდა ამ კამპანიის ნაწილად იქცეს არასამთავრობო სექტორიც“, - განაცხადა ,,ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა.

ცნობისთვის, 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს