ნათია მეზვრიშვილი - სქესობრივი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ  პასუხისმგებლობას ვამკაცრებთ

სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახალი კანონის მიზანია მისი ადრეულ ეტაპზე პრევენცია და დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივი კონტროლი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.

„ეს გახლავთ სრულიად ახალი კანონი სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლის მიზანია ამ დანაშაულის ადრეულ ეტაპზე პრევენცია, დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ჩვენ ვამკაცრებთ პასუხისმგებლობას სქესობრივი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ. განსაკუთრებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ დანაშაულს არასრულწლოვნების მიმართ ჩადიან. მაგალითად, არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე სანქცია გავზარდეთ და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება კანონით გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც ეს კანონი ამოქმედდება. გარდა ამისა, სქესობრივი დანაშაულების ჩამდენ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, რომლის კონტროლი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების მიერ განხორციელდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ მსჯავრდებულ პირთა ბაზა, სადაც დაცული იქნება ამ პირების შესახებ მონაცემები და ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ვაკონტროლოთ როგორც მსჯავრდების შემდგომ, ისე მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა ავიცილოთ თავიდან. ამ კანონში კიდევ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს