პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალისთვის გადაიდო

პარლამენტის ორშაბათის ბიუროს სხდომა ხვალისთვის გადაიდო. ბიუროს სხდომის გადადების მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ კომიტეტებს ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ და ამ დროისთვისაც მიმდინარეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანი კანონპროექტების განხილვა.

ამასთან დღეს დაგეგმილია უმრავლესობის სხდომა, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალ, 11 საათზე ჩატარდება, 12 საათზე კი, პლენარული სხდომა გაიხსნება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს