პროკურორი - დღეს სასამართლო პროცესზე გამოცხადდა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, რომელიც საქმის მტკიცებულებების გამოკვლევაში მონაწილეობდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის 6 მოწმე დაიკითხა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული იაგო ნებიერიძე.

ნანა გუგუტიშვილის თქმით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმეში არსებულ სხვადასხვა გარემოებებზე ისაუბრეს და სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც მომხდართან დაკავშირებით მათთვის იყო ცნობილი.

„დღევანდელ პროცესზე გამოცხადდა თავად ბრალდებული იაგო ნებიერიძე, რომელიც მონაწილეობდა საქმის მტკიცებულებების გამოკვლევაში. დღეს პროცესზე ასევე დაიკითხა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, რომელმაც ჩვენება მისცა და სასამართლოს დაუფიქსირა მისი პოზიცია და მოთხოვნა კონკრეტულ სისხლის სასართლის საქმეზე", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა