ფოთის მერია „გაერთიანებული სამშობიარო სახლისთვის“ საქმიანობის ნებართვის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, შპს „ქალაქ ფოთის გაერთიანებულ სამშობიარო სახლს“ უარი ეთქვა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭებაზე, რაც გულისხმობს საქმიანობაზე ნებართვის შეჩერებას. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქის ხელისუფლება ითვალისწინებს რა შექმნილი ვითარების სირთულეს, ცდილობს მისი კომპეტენციის ფარგლებში მოაგვაროს არსებული პრობლემა. ქალაქს არ გააჩნია ალტერნატიული სამშობიარო სახლი, სამეანო და ნეონატალური მომსახურების გარეშე დარჩენილი ფოთელები იძულებული არიან, მიმართონ მეზობელ ქალაქებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს.

„პირველ ეტაპზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მიერ მობილიზებულია ბრიგადები, რათა დროულად მოახდინონ ორსულთა ტრანსპორტირება უახლოეს ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებამდე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს კონსულტაციებს კლინიკის პერსონალთან არსებული პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრის მიზნით. ამასთანავე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენთა დასაინტერესებლად და კერძო ინვესტორთა მოსაძიებლად“, - აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე