შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დიდ დიღომში გუშინდელი ხანძრისას დაშავებული პირი  ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გუშინ დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით ძიება და დამატებით დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაახმაურებენ.

ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დიდ დიღომში საწყობი, სავარაუდოდ, განზრახ დაწვეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია.

იხილეთ ვიდეო: გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა