გურჯაანის საავადმყოფოში ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ ინციდენტს ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სწავლობს

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ ინციდენტს ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სწავლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, რომელმაც მედიასაშუალებებში გასულ ვიდეოფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საავადმყოფოში ექიმის მიერ პაციენტის ცემის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურმა ფაქტის მოკვლევა დღეს დაიწყო.

"მე ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ აქ რაღაც ძალადობას არ ჰქონია ადგილი. ძალიან დამწყდება გული, ასეთი რამ რომ გავიგო. დეტალური ინფორმაცია მალე მეცოდინება, როდესაც ჩვენი მონიტორინგის სამსახური ზუსტად გამომიგზავნის რეპორტს ამის შესახებ. კიდევ ერთხელ, მინდა მჯეროდეს, რომ აქ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ეს მიუღებელია ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი მხრიდან", - განაცხადა სერგეენკომ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი