დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 7-შვილიან დედას, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრების შესახებ სიუჟეტი მომზადდა, სახელმწიფომ ერთი წლის წინ ორი ბინა გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 7-შვილიან დედას, ლალა ცინდელიანს სამინისტრომ ვაზიანში ორი ბინა გადასცა, თუმცა იგი გარკვეული პრობლემების გამო იქ გადასვლას ვერ ახერხებს.

მინისტრი ტელეეთერით აღნიშნულ საკითხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და დასძინა, რომ საკითხი ცალმხრივად იყო გაშუქებული და მათ უწყებას ამ თემაზე გასარკვევად არავინ დაკავშირებია.

„სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ასახული იყო, რომ 7 შვილის დედას მართლაც უმძიმეს პირობებში უწევდა ცხოვრება. ამ შემთხვევაზე მართლაც ძალიან შემტკივა გული. ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა ამ ოჯახისთვის, სრულად ვერ უგვარებს პრობლემებს, მაგრამ ამ ოჯახს სახელმწიფომ გადასცა ორი საცხოვრებელი ამ ბოლო პერიოდში. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ვერ ახერხებს იქ კომუნიკაციის მოგვარებას, რათა საცხოვრებლად გადავიდეს. ეს არის ერთ ოთახიანი და სამოთახიანი ბინები. მას ეს ბინები ერთი წლის წინ გადაეცა. ისე არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ გულქვა ადამიანები ვართ და არ გვადარდებს ადამიანის ბედი. იქნებ თითოეულ თქვენგაზე უფრო მეტი აღქმა მქონდეს ტკივილისა და ადამიანის გაჭირვების, რადგან ნახევარი ცხოვრება პაციენტების მკურნალობაში მაქვს გატარებული", - განაცხადა მინისტრმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა