ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში დღევანდელი სროლის შედეგად, სამი ადამიანია დაღუპული და 9 დაჭრილი. ამის შესახებ ქალაქის მერმა იან ვან ზანენმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ქალაქის მერის თქმით, სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. მანვე არ გამორიცხა, რომ ქალაქში მოქმედებდა არა ერთი, არამედ რამდენიმე დამნაშავე.

როგორც ცნობილია, ორშაბათს, დილით, უცნობმა მამაკაცმა ქალაქის ტრამვაიში ცეცხლი გახსნა და რამდენიმე ადამიანი დაცხრილა, რის შედეგადაც მიიმალა.

მომხდარის გამო, ქალაქში მაქსიმალურ ზღვრამდე გაიზარდა ტერორისტული საფრთხის დონე.

ნიდერლანდების პოლიციამ 37 წლის ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის შესახებ ცნობლია, რომ მამაკაცი თურქეთის მკვიდრია.

იხილეთ ვიდეო: ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს