პარიზში, შანზ-ელიზეზე „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია აიკრძალება

საფრანგეთის ხელისუფლება აკრძალავს „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციებს კონკრეტულ უბნებში თუ მათშიმონაწილეობას რადიკალები მიიღებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.

„ჩვენ ავამოქმედებთ სტრატეგიას, რომელიც რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს. შემდეგი შაბათიდან როდესაც ეს აუცილებელი იქნება, ჩვენ ავკრძალავთ „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციას იმ უბნებში, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა რადიკალებისგან“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

ედუარ ფილიპმა დააზუსტა, რომ პარიზში ამგვარი აკრძალვა შეეხება: შანზ-ელიზეს, ბორდოში პეი ბერლანის მოედანს და ტულუზაში კაპიტოლიუმის მოედანს.

„როდესდაც მანიფესტაცია ორგანიზებულია არეულობის მოწყობისთვის, ყველა, ვინც მასში მონაწილეობს, ვინც ულტრარადიკალებს იცავს, მათი თანამზრახველია“, - აღნიშნა ფილიპმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს