პირველკლასელთა მშობლებს შესაძლოა, სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ

შესაძლოა, პირველკლასელთა მშობლებს სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც აბულაძემ განმარტა, პირველ ეტაპზე მშობლებს აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება დადგება.

"ამ ეტაპზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იმ ფაქტის გამო, რომ გამძვინვარებული იყო წითელას ეპიდემია, დავაგზავნეთ წერილები რეკომენდაციით, რომ სკოლებმა მოითხოვონ დოკუმენტაცია მშობლებისგან აცრებთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე სავალდებულო დოკუმენტაციაში აცრების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ დევს. თუმცა, აქვე ვიტყვი იმას, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ივნისიდან შედის ძალაში აცრების სავალდებულოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ რა ვალდებულებებიც გვექნება ჩვენ, განათლების სისტემას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად ვაცნობებთ მშობლებს", - განაცხადა აბულაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა