ირაკლი სესიაშვილი გეგმავს, სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტის კომიტეტზე განხილვამდე, ის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან განიხილოს

მე ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ჩაერთონ დისკუსიაში, რომელსაც ვგეგმავ რელიგიურ ორგანიზაციებთან და მას შემდეგ რაც მოვხსნით იმ შფოთვას, რომ ადგილი არ აქვს დისკრიმინაციას, მოხდეს კომიტეტზე განხილვა, - ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ბიუროს სხდომაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის დისკრიმინაციული. შესაბამისად, სესიშვილის თქმით, ის გეგმავს კომიტეტზე განხილვამდე კანონპროექტი შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილოს, მანამდე კი საკითხი დროებით გადაიდოს.

„პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში. მათ შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ სპეკულაციებს, იმდენად რამდენადაც ჩემი პროექტის მიხედვით არანაირი მინიშნება და მითითება არ არის რომელიმე კონფესიისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე.

სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემას შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არაკეთლისინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას.

რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, მე ვთავაზობ კოლეგებს, ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები.

მათ შორის, უახლოეს ხანებში ვგეგმავ შეხვედრას იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ამ შეღავთით და მოგიწოდებთ ყველას ერთობლივად ვიმსჯელოთ.

თუ ასე გაგრძელდა, სერიოზული პრობლემა შეექმნება თავდაცვის სექტორს. ერთ- ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900-მა წვევამდელმა, არაკეთილსინდისიერად თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას. ამიტომ, გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რეპლიკის სახით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია გამოიძებნოს ისეთი გადაწყვეტა, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ, რომ ერთის მხრივ არ შეიზღუდოს რელიგიის თავისუფლება და მეორე მხრივ სათანადოდ მოხდეს უზრუნველყოფა ქვეყნის თავდაცვის ინტერესების.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს