ბექა ნაცვლიშვილი - ქვეყანას დატოვებს ყველა ღარიბი ადამიანი და საქართველო დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მაღალშემოსავლიან მდიდრებს

მალე გადავიქცევით ქვეყნად, რომლის ერთადერთი ექსპორტი სამუშაო ძალა იქნება. საბოლოო ჯამში, ქვეყანას დატოვებს ყველა ღარიბი ადამიანი, - ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 2018 წელს საქართველო თავშესაფრის მოთხოვნის სურვილით, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, 17 900-მა ადამიანმა დატოვა.

ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება სავალალო მდგომარეობაშია.

„ამ კვირაში მიმდინარეობს შრომითი მედიაცია სოციალურ მუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. პირდაპირ რომ გითხრათ, სოციალური მუშაკები არიან ერთადერთი რგოლი ჯანდაცვის უწყებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვების შენარჩუნებას ბიოლოგიურ ოჯახებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი მოკლებულები არიან ყველანაირ შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, იმ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, მათი შრომითი პირობების გამო და ოჯახზე ზრუნვის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ეს არის ჩვენი სავალალო სოციალური პოლიტიკის ბრალი. ჩვენი სოციალური პოლიტიკა არ არის ადამიანების განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, ეს არის ადამიანების ფიზიკურ შენარჩუნებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა. ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში არ გვაქვს. ამას ყოველთვის ვამართლებთ იმით, რომ ვართ ღარიბი ქვეყანა. ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენ ვართ ყველაზე უთანასწორო ქვეყანა, რაც შეიძლება ზოგადად წარმოვიდგინოთ. განსხვავება როგორც შემოსავლების ჯგუფებს, ასევე მდიდარსა და ღარიბს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2018 წელს ქვეყანა თავშესაფრის მოთხოვნის სურვილით, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, დატოვა 17 900-მა ადამიანმა. სამწუხარო რეალობაა, რომ ამდენი ადამიანის გამო გვიწევს ცირკულარულ მიგრაციაზე ფიქრი, მაგრამ მალე გადავიქცევით ქვეყნად, რომელსაც ერთადერთი ექსპორტი სამუშაო ძალა ექნება. საბოლოო ჯამში, ქვეყანას დატოვებს ყველა ღარიბი ადამიანი და საქართველო დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მაღალშემოსავლიან მდიდრებს. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ როგორც ეკონომიკის პოლიტიკა, ასევე სოციალური პოლიტიკა. როდესაც სოციალურ მუშაკების საკითხი დაისვა, იქ იყო პასუხი, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ახლა არ არის სამუშაო ჯგუფის შექმნის დრო, ახლა არის მყისიერი ქმედების დრო და ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გამოყოფის აუცილებლობა, რომ მათ სრულფასოვნად გააგრძელონ მუშაობა და ფუნქციონირება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე