დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ პროცესზე არც ბრალდებულის ადვოკატები მივიდნენ.

პროკურორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოში გამოუცხადებლობით დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ ის სხდომების გაჭიანურებას არ დაუშვებს.

„არ ვიცი, რამდენად საპატიოა, მაგრამ რადგან პირველი შემთხვევაა, გაგებით მოვეკიდებით. იმედი მაქვს, ეს შემთხვევა აღარ განმეორდება. სხვა შემთხვევაში, სასამართლო ყველა შესაბამის ზომას მიიღებს და კანონის ფარგლებში იმოქმედებს", - განაცხადა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ.

ადვოკატების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პროკურორი სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობის დაყენებს არ გამორიცხავს.

„იმ შემთხვევაში თუ ადვოკატები პროცესებს თავს კიდევ აარიდებენ, ჩვენ მოსამართლესთან ვიშუამდგომლებთ, რომ დავით კირკიტაძეს დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი, რათა სხდომები ნორმალურ რეჟიმში წარიმართოს", - განაცხადა პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა.

ამასთან, დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღეს დილით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა თავის დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა.

„დღეს დილით მოვინახულე და შეუძლოდ იყო. სასამართლოს სხდომის გადადების მოთხოვნით მივმართავთ,“ - განაცხადა კონდახიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს