ნიდერლანდებში, ტრამვაიში მომხდარ სროლას, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში გუშინ მომხდარ სროლას, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

პოლიციის განცხადებით, მანქანაში, რომლითაც ეჭვმიტანილი გაქცევას ცდილობდა, აღმოჩენილია წერილი, რომელიც ტერაქტის კვალზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. პოლიციამ 37 წლის გიოქმენ თანისზე ძებნა გამოაცხადა. მოგვიანებით ის და კიდევ ორი პირი პოლიციამ დააკავა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს