ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თავად ნაზარბაევმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება მივიღე გადავდგე პრეზიდენტის თანამდებობიდან.

წელს 30 წელი სრულდება, რაც ჩვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვიმყოფები. ჩვენმა დიადმა ხალხმა პატივი მარგო, დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ვყოფილიყავი.

ჩვენი კანონებით მე მონიჭებული მაქვს პირველი პრეზიდენტის სტატუსი. ვრჩები უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც კანონით აღჭურვილია სერიოზული უფლებამოსილებით ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ასევე ვრჩები პარტია „ნურ ოთანის“ ლიდერად და საკონსტიტუციო საბჭოს წევრად“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ყაზახეთის პარლამენტის სენატის სპიკერი ყასიმ-ჟომარ ტოკაევი შეასრულებს.

ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტს 1990 წლიდან იკავებდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს