„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აქციას მართავენ

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ქარხნის ტერიტორიაზე აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ სახელფასო დავალიანების დაფარვის დაპირება ქარხნის ადმინისტრაციისგან 5 მარტს მიიღეს.

გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, „ელმავალმშენებელი“ ქარხნის ინვესტორმა პირობა დაარღვია, კერძოდ, წერილობითი აღებული ვალდებულებით, მუშებს 6-თვიანი დავალიანება 19 მარტს უნდა დარიცხოდათ.

აქციის მონაწილეები „ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა