ირაკლი კობახიძე - ხშირად გვესმის სიტყვები: ფასეულობები და მორალი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებთანაც მთლიანად არის შეუთავსებელი ეს ორი კატეგორია

ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები: ფასეულობები და მორალი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებთანაც მთლიანად არის შეუთავსებელი ეს ორი კატეგორია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე სხვა ოპონენტებსაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება კომიკურ სიტუაციაში აღმოჩენას, ეს არის თქვენი შეფასება, თუმცა, ვინ არის კომიკურ სიტუაციაში აღმოჩენილი(პირადად თქვენ არ გგულისხმობთ) ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, - ასე უპასუხა კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინათინ ბოკუჩავას, რომელმაც პარლამენტის და პერსონალურად პარლამენტის თავმჯდომარის მდომარეობა კომიკურ სიტუაციაში ჩავარდნას შეადარა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს