ირაკლი კოვზანაძე ირმა ნადირაშვილს - ჩვენ დავიცავით პარლამენტის რეგლამენტი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ირმა ნადირაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტი დაიცვა და პარტია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა - საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოწვევის შესახებ წერილი ეროვნულ ბანკს გასულ კვირას გაუგზავნა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სესიაზე პასუხი მოითხოვა, თუ რა ბედი ეწია „ევროპული საქართველოს“ შესაბამის წერილობით მოთხოვნას, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გაუგზავნეს. აღნიშნულ წერილში „ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლას პარლამენტში, “თი-ბი-სი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ითხოვს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს