დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა.

სამინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს წლებში ერთობლივად იმუშავებენ.

„სილვიო დომენტეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და როგორც მან აღნიშნა, ის კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოსა და მის მსგავს სხვა ქვეყნებში არსებობს. მან აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, მარიან ივანუშას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ქვეყანაში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის.

მარიან ივანუშამ დადებითად შეაფასა საქართველოს გეზი ჯანდაცვის სექტორის განივთარების მიმართულებით და რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მიხარია, რომ მომეცა საქართველოში მუშაობის შესაძლებლობა. ამ წლების მანძილზე მე მომიწია ურთიერთობა სამინისტროს პროფესიონალ თანამშრომლებთან და დარგის გამოცდილ ექსპერტებთან, რომლებსაც საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვთ ჯანდაცვის სექტორი განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც წამოიწყო საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თამბაქოს კონტროლი, სტრატეგიული შესყიდვების რეფორმა, დაფინანსების DRG სისტემაზე გადასვლა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხის ახალი სტანდარტების დანერგვა“, -განაცხადა მარიან ივანუშამ.

ღონისძიების ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს ყოფილ ხელმძღვანელ მარიან ივანუშას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე