მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის  თანამდებობიდან  გადაყენება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი

როდესაც გუნდიდან მიდის ადამიანი, მას არ შეუძლია გუნდის პოზიცია დააფიქსიროს და დაიცვას მისი ინტერესი. ბუნებრივია გუნდი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უმრავლესობის ყოფილი წევრის ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან.

მისივე თქმით, გუნდი არ არის ორიენტირებული პარტიის წევრების განკვეთაზე, არამედ ორიენტირებულია პრობლემების აღმოფხვრაზე. მისივე განცხადებით, კვაჭანტირაძის გადაყენება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი.

„"როდესაც გარკვეული ჩავარდნები და სისუსტეები არის გუნდში, მაშინ გუნდი ფიქრობს არა განკვეთაზე, არამედ პრობლემის აღმოფხვრაზე",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი