ჰონგ-კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ

19 მარტს თბილისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის შესახებ შეხვედრა ჰონგ-კონგიდან სტუმრად მყოფ 65-წევრიან დელეგაციასთან გაიმართა. შეხვედრას ჰონგ-კონგის სპეციალური უმაღლესი რანგის დელეგაციის - ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედუარდ იაუ, ასევე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი.

ანაკლიის პორტისა და „ანაკლია სითის“ მენეჯმენტმა ანაკლიის პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მათ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები და მიმდინარე პროცესი დეტალურად განიხილეს.

მაღალი რანგის დელეგაციის მიზანი ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებაა, ასევე, აბრეშუმის გზის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში პარტნიორობა. დელეგაცია 30 სხვადასხვა პროფესიული სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს. ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ინტერესი ჰონგ-კონგის ბიზნესსექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გამოხატეს. ამავე პერიოდში დაიგეგმა საქართველოში ჰონგ-კონგის დელეგაციასთან სპეციალური შეხვედრაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

„ანაკლია სითი“ უკვე თანამშრომლობს ჰონგ-კონგურ კომპანიასთან, მან აზიაში ყველაზე მსხვილ ლოგისტიკურ კომპანია „კერი ლოგისტიკასთან“ სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს გასულ წელს მოაწერა ხელი.

საქართველოსა და ჰონგ-კონგის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობა განსაკუთრებით ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში გააქტიურდა. ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის დერეფნისა და ინიციატივა „სარტყელი და გზის“ განვითარების ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი განიხილება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს