შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული გ.მ., ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს