„ნორჩ დინამოს“ მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ, გუნდის დამფუძნებელი კი საეჭვო მატჩებთან კავშირს უარყოფს

იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირ „ვიარეჯიოს თასზე", რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებიდან წამყვანი კლუბების 19-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ, „ნორჩი დინამოს" გუნდს მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ sportall.ge წერს.

მათივე ცნობით, დამოუკიდებელი ევროპული კომპანია „ფედერბეთი", რომელიც მთელ მსოფლიოში საეჭვო ფსონებს და შესაძლო გარიგებულ მატჩებს სწავლობს, ამტკიცებს, რომ „ნორჩი დინამოს" სამივე მატჩზე უჩვეულოდ მაღალი ფსონები დაფიქსირდა.

საუბარია „ნორჩი დინამოს" მიერ "რიეტისთან" (1:5), "ტორინოსთან" (1:7) და "ატლეტიკო პარანაენსესთან" (1:4) წაგებულ მატჩებზე.

„ზოგადად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან გვაქვს საქმე, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მომენტი - დიდი ფსონები იმაზე დაიდო, რომ „ნორჩი დინამო" გოლს მატჩების ბოლო წუთებზე გაუშვებდა. თანხები იმდენად მაღალი იყო, რომ კოეფიციენტებიც კი საშუალოდ, 2,5-დან 1,4-მდე დაიწია", - აცხადებს „ფედერბეთის" წარმომადგენელი ფრანჩესკო ბარანკა.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა „რიეტის" ახალგაზრდული გუნდების ხელმძღვანელი ჯანფრანკო მანჩინიც.

„პირადად მე არც კი ვიცოდი, რომ ამ თამაშებზე თანხის დადება იყო შესაძლებელი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქართული გუნდი იმდენად სუსტი იყო, რომ ვინმესგან მათ მიერ გოლის გაშვება არ არის გასაკვირი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს", - განაცხადა მანჩინიმ.

„ფედერბეთის" ინფორმაციით, "ნორჩი დინამოს" სამი მატჩის შედეგად აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩინეთიდან დადებული ფსონებით მომხმარებლებმა მილიონობით ევრო მოიგეს. კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა იტალიის პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.

Sportall.ge-სთან საუბარში საეჭვო მატჩებთან რაიმე კავშირს უარყოფს „ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი ოთარ შენგელია.

„გამოძიების დაწყების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცი, რომ საეჭვო სიებში მოხვდა ეს მატჩები, ვინაიდან რაღაც ფსონები დაიდო. გუნდი 3 დღის წინ დაბრუნდა საქართველოში.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ორგანიზატორები ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. რა გამოძიება უნდა იყოს, მე არ მესმის.

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია, მატჩები გარიგებული ყოფილიყო, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ჩვენ ისეთი ახალგაზრდული შემადგენლობით ჩავედით, რომ დონეებს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. სწორედ ეს სხვაობა გახდა ასეთი მარცხის მიზეზი", - განაცხადა შენგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა