გიორგი ვოლსკი პოლონეთის ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის ქვემო სილეზიის მარშალს, სეზარი პრჟიბილსკისს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„საქართველოს პარლამენტს დღეს აჭარასთან დამეგობრებული რეგიონის, ქვემო სილეზიის ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა. რასაკვირველია, ამ ვიზიტს თავისი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმისთვის, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. პარლამენტში გამართული შეხვედრა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ასეთი ურთიერთობების განვითარებისთვის,“ - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას ქართული მხრიდან პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, პარლამენტის წევრები არჩილ ხაბაძე და გელა სამხარაული და ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა