ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურ მუშაკებთან, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მედიაციის ფარგლებში სოციალურ მუშაკებთან, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. რომელსაც ასევე სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული წარმომადგენლები დაესწრებიან.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა ის აქტუალური საკითხი, რაც სოციალურ მუშაკებს წარმოდგენილი აქვთ მედიაციის პროცესის ფარგლებში.

მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სოციალურ მუშაკებთან ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

„შეხვედრა არის ერთი, მხოლოდ მედიაციის ფარგლებში, რომელსაც დავესწრები მე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღანელობა, როგორც დამსაქმებელი, მედიატორი და ყველა ის სოციალური მუშაკი, რომელიც ჩართულია მედიაციის პროცესში“, - აცხადებს თამარ ბარკალაია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არანაირი პარალელური შეხვედრა უწყებაში დაგეგმილი არ ყოფილა. დღეს მედიაციის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრას სოცმუშაკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაესწრებიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა