თბილისის ნაწილს 21 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 21 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, გლდანის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მარატ ნოზაძის, დუმბაძის და გამარჯვების ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი:

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, გუგუშვილის, სანაძის, დობორჯგინიძის, მებაღეობის, ჭიჭინაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, რევაზ მამისაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, ბერიაშვილის, კაკლიანის, დამპალოს და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი:

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს, გულუას, გორგასალის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი:

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, Xა კვარტლების, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რჩეულიშვილის, ხევძმარის, ფეიქართა, თემქის, ზღვისუბნის, შეშელიძის, გაგილაძისა და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი:

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი:

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-III მასივის - IV კვარტლის, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის, დავით კვაჭანტირაძის და ქეთევან წამებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს