ევროპის საბჭო საქართველოში ცნობიერების ამაღლების კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ იწყებს

21 მარტს, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში იწყებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას.“ ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოს ოფისიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას გახსნიან კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი; ნათია მეზვრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ირინა ფრუიძე, პარლამენტის წევრი; მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე; გიორგი გაბიტაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე და სულხან სალაძე, კოალიცია თანასწორობისთვის.

„კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამოფენა „აღმოაჩინე მრავალფეროვნება, აღმოაჩინე ისტორია“, რომელიც მოიცავს ფოტო სერიებს, ევროპელი მოგზაურებისა და მკვლევრების ჩანაწერებს საქართველოს მრავალფეროვნების შესახებ. ასევე, ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ვიდეოები თანასწორობასა და მრავალფეროვნების შესახებ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დატოვონ თავიანთი მესიჯები თანასწორობის კედელზე.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა