გიორგი ქობულიამ  ბელარუსული  კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

„უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველოდან ბელარუსში ექსპორტზე გადის ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქცია როგორიცაა: მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, თხილი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები და სხვა. დღევანდელი ღონისძიება ორივე მხარის ბიზნეს წრეების დაახლოების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრაზე.

გიორგი ქობულია შეხვედრას საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის სიტყვაში საქართველო-ბელარუსის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საქართველო არის ახალი განვითარებადი ბაზარი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული გლობალურ ეკონომიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, საერთაშორისო ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაცია და დივერსიფიკაცია. მან ბელარუსის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.

„ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ისწრაფვის, რომ ქვეყანა გარდაქმნას რეგიონალურ ჰაბად. განხორციელებული რიგი რეფორმების შედეგად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს, ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ბიზნესის დაწყების კუთხით და ა.შ.“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ბელარუსული კაპიტალით შექმნილი 70-მდე კომპანია საქმიანობს.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდებისა და ასევე, ერთობლივი საწარმოების გახსნის თვალსაზრისით, დღევანდელი ღონისძიება დამატებითი სტიმული იქნება ბელარუსული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს ფორმატში, 14-მა ქართულმა და 14-მა ბელარუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 806 780 აშშ დოლარია. მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე (ტრაქტორები და კომბაინები), ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 87,10 მლნ. აშშ დოლარია. ექსპორტი გაიზარდა და 28 641 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა