საქართველოში მეხანძრე-მაშველების ევროპული სტანდარტების მომზადება-გადამზადება იქნება შესაძლებელი

მეხანძრე-მაშველების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომზადება-გადამზადება საქართველოში იქნება შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასწავლო ცენტრის სრულ რეორგანიზაციას გეგმავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, მომზადება-გადამზადების პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში განხორციელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შექმნის სასწავლო პროგრამებს, მოდულებს და კურიკულუმებს, რომლებიც ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის რეკომენდაციებს დაეფუძნება. მათივე ინფორმაციით, 13 ექსპერტისგან შემდგარი ევროკავშირის შემფასებელი მისიის ერთკვირიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის შემფასებელი მისია ესტუმრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრსა და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს.ევროკომისიის შემფასებელთა მისიამ დადებითი შეფასება მისცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ, ქიმიურ და ბირთვულ (ქბრბ) მორეაგირე ჯგუფის შესაძლებლობებს. ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის შემფასებელ მისიასთან თანამშრომლობა მომავალშიც

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს