ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს საპატიმროში გაატარებს

გაეროს სააპელაციო მოსამართლეებმა ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს რადოვან კარაჯიჩს, რომელსაც 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასჯელი დაუმძიმეს და მას სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ „Associated Press“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, კარაჯიჩს რეაგირება არ მოუხდენია მოსამართლის მიერ წაკითხულ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც, 73 წლის სერბეთის ყოფილ მტავარსარდალს დარჩენილი სიცოცხლის ციხეში გატარება მოუწევს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომდევნო 40 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ განაჩენი საკმაოდ რბილი იყო დანაშაულის მასშტაბიდან გამომდინარე.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში აპლოდისმენტები მოყვა.

საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა რადოვან კარაჯიჩს გენოციდსა და სხვა ცხრა ბრალდებით განაჩენი 2016 წელს გამოუტანა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს