მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია

პროცესში ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გასულ კვირას კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა - ჩვენი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია. ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს