შალვა შავგულიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო კანდიდატი იქნება

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო კანდიდატი იყოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შალვა შავგულიძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოება საკითხზე პასუხებს უახლოეს პერიოდში მიიღებს.

„მიმდნარეობს კონსულტაციები. მესმის, რომ არსებობს გარკვეული ინტერესი აღნიშნულთან დაკავშირებით. საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ კონსულტაციების შედეგად“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

„ინტეპრესნიუსის“ ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატი ეყოლება და ის შალვა შავგულიძე იქნება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს