საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ჭრელი წინდები შეიძინეს, რითიც აიღეს სოციალური პასუხისმგებლობა , რომ მცირედი წვლილი შეიტანონ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვაზე მუშაობს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რომელიც ცნობიერების ამაღლების მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში "უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია" დამკვიდრდა (LOTS OF SOCKS), რომლის მიზანიც სოლიდარობის გამოხატვაა. წინდები, მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სიმბოლოდ იქცა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს