არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის საკითხზე საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია

ხელისუფლებას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის საკითხზე საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, - ასე ხსნის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პარლამენტში ხელახლა მისვლის საკითხს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როგორც აღმასრულებელი და ისე საკანონმდებლო ხელისუფლების სურვილია, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება.

"ვინაიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ქალბატონმა მაიამ მოგვმართა, რომ ვსურს წარადგინოს მოხსენება და უპასუხოს ყველა არსებულ კითხვას. ანაკლიის პორტი არის ძალიან სტრატეგიული პორტი, ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებას ბევრი აქვს გაკეთებული ამ პროექტის წარმატებისთვის. ხელისუფლებას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის საკითხზე საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს