რამაზ საყვარელიძე - უმრავლესობის დანგრევით ჩვენ შეიძლება 2020 წელს ძალიან მძიმე სურათი მივიღოთ

პარლამენტის ზედა ეშელონი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებს პარლამენტის დანარჩენ წევრებს,-ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ შეცდომებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უშვებს, შესაძლოა, მას გამოუცდელობით მოსდიოდეს. მისივე თქმით, კობახიძის ქმედებები „ანგრევს უმრავლესობას“.

„პარლამენტის ზედა ეშელონი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებს პარლამენტის დანარჩენ წევრებს. რამდენიმე პარლამენტის წევრი ვყოფილვარ და ვიცი, ეს წნეხი რა აუტანელი რამ არის. ოღონდ, მე ზურაბ ჟვანიას დროს ვიყავი პარლამენტის წევრი და ის გაცილებით ელასტიური იყო და მას არ მოუვიდოდა ანალოგიური. ირაკლი კობახიძე ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ბევრი აქებს, მასაც ვიცნობ, მის მშობლებსაც , მაგრამ ძალიან გამოუცდელია და მგონია, რომ ეს გამოუცდელობა ძალიან ცუდ სამსახურს უწევს მას... ამ თავის საქციელით ანგრევს უმრავლესობას. უმრავლესობის დანგრევით ჩვენ შეიძლება 2020 წელს ძალიან მძიმე სურათი მივიღოთ“, -აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი