ტოლერანტობა - მსოფლიოს ხალხთა საერთო ღირებულება (R)

არაბთა გაერთიანებული საამიროების გადაწყვეტილება 2019 წლის ტოლერანტობის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტმა შეიხ ხალიფა ბინ ზაედ ალ ნიჰიანმა განაცხადა, პასუხობს:

1. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა შორის მშვიდობის განმტკიცების ურყევ პრინციპებს, რასაც გაეროს წესდება და საერთაშორისო კანონები ავალდებულებს და მოიცავს ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა სახელმწიფოსთან, სამართლებრივი საკითხების მხარდაჭერასა და კონფლიქტების დიალოგისა და მშვიდობიანი გზებით მოგვარებას.

2. და გამომდინარეობს იქიდან, რომ ტოლერანტობა წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის ახალი იმედების ჩასანერგად, რამეთუ მდგრადი საკაცობრიო და ეკონომიკური განვითარება მშვიდობიანი ურთიერთთანაცხოვრების პირობებში და ურთიერთ და კულტურათაშორისი შემწყნარებლობა არის ის ძირითადი პრინციპი, რომელსაც დაეფუძნა საღვთო წერილები და ხალხთა ფილოსოფიური შეხედულებები კაცობრიობის დასაბამიდან, და რომელიც მოისპო გაუთავებელი ომებითა და კონფლიქტებით. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი ტოლერანტობის წლის გამოცხადება ურყევად ემსახურება ტოლერანტობის მსოფლიო ხალხთა სხვა საერთო ღირებულებების გვერდით დამკვიდრებას. არაა გასაკვირი, რომ მას იზიარებს 200 ერზე - გაეროს წევრ სახელმწიფოებზე მეტი და, რეალურად, არსებობს სამოქმედო რუკა, რომელიც ითვალისწინებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებისა თუ აქტივობების განხორციელებას ყოვლისმომცველი გლობალური ძალისხმევის დასანერგად.

უნდა აღინიშნოს, რომ ხალხთა შორის ტოლერანტობის აღქმა გაძლიერდა თანამედროვე სამყაროში ისევე, როგორც საქართველოში, სტუმართმოყვარე ქვეყანაში, სადაც სტუმარი ხელშესახებად გრძნობს ამას ქართველი ხალხის განწყობით, რომელიც ცხოვრობს მშვიდობიანად, სიცოცხლის სიყვარულითა და ბედნიერებით. ამის დასტურია ტურისტების ყოველწლიური მზარდი რაოდენობა, რომელმაც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს 8 მილიონს გადააჭარბა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს კი, 2017 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 19 მილიონი ტურისტი ეწვია.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში

ისა ალბაშა ალნოაიმი

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს