ცოტნე ანანიძე - ქართული ჟურნალისტიკის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კარგად იციან სიტყვის თავისუფლების ფასი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

„21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კარგად იციან სიტყვის თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა. ადამიანებისთვის, რომლებიც ამ უდიდესი ღირებულების დასაცავად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ივიწყებენ ყოველგვარ პირადულს და ზოგჯერ წარმოუდგენლად გაუსაძლისი ვითარებიდანაც კი გვაწვდიან ოპერატიულ, ობიექტურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. მართალი სიტყვის მსახურება ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე სიარულია - საკმარისია წონასწორობა დაკარგო, რომ კარგავ ყველაზე ძვირფასს - საზოგადოების ნდობას, რომლის გარეშე ყველაფერს ეკარგება ფასი. გისურვებთ შრომის დაფასებას, სასიხარულო მოვლენების სიმრავლეს და რაც მთავარია, მკითხველის, მაყურებლის, მსმენელის გულწრფელ სიყვარულს, რომელიც ყველა ჯილდოზე ძვირფასია! ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ, გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!“. - ნათქვამია მილოცვაში.

მილოცვის წერილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს