თბილისის მეტროპოლიტენში მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენში მოძრაობა აღდგენილია. შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მატარებლის ერთ-ერთი შემადგენლობის ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერება გახდა.

შეფერხების გამო მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამჟამად მოძრაობა მეტროში უკვე აღდგენილია.