ნინო ლომჯარია „თიბისი ბანკის" საქმეზე - პირველი შემთხვევაა, როცა "ბოტების" და ორგანიზებული კიბერშეტევის წინააღმდეგ  გამოძიება მიმდინარეობს

ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, როცა "ბოტების" და ორგანიზებული კიბერშეტევის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, - აღნიშულის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ლომჯარია განმარტავს, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია.

„გამოძიების ვადებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, შეუძლებელია უკარნახო გამოძიებას, რამდენ თვეში უნდა დაასრულოს გამოძიება, როცა არ ვიცით, რა დევს საქმის მასალებში. სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებზე.

მაღალი რეზონანსის მქონე და მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, როცა "ბოტების" და ორგანიზებული კიბერშეტევის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დროულად დაიდოს შედეგი. ვფიქრობ, საგამოძიებო ორგანოებმა პროაქტიულად უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და რამდენ ხანში იქნება მოსალოდნი შედეგები", -განაცხადა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა