მამუკა მდინარაძე - პრემიერთან დაკავშირებით კითხვა შეეხება კრიმინოგენურ ვითარებას და ამ კონკრეტულ კითხვაზე იქნება პასუხები

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც ხვალ პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით უნდა წარდგეს, ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ საკითხზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება.

„საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალიწინებს ინტერპელაციის წესს, რომელიც სიახლეა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. პირველად, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარსდგება. ვფიქრობ, პარასკევს ძალიან საინტერესო დღე იქნება. ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში დაბარებულები არიან პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი. საუბარი შეეხება კონკრეტულ კითხვას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ან რომელიმე მინისტრი იღებს პარლამენტიდან. ანუ, პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი პასუხობს კონკრეტულ კითხვას, რომელიც მას ინტერპელაციის ფარგლებში დაუსვეს. გათვალისწინებულია შესაბამისი პროცედურები კითხვაზე პასუხისათვის და დებატებისთვის შედარებით მოკლე დრო. პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით კითხვა შეეხება საქართველოში კრიმინოგენურ ვითარებას და ამ კონკრეტულ კითხვაზე იქნება კონკრეტული პასუხები, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო ფრაქციებს უკვე დასმული აქვთ კითხვები.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს