მამუკა ხაზარაძე - აპრილის დასაწყისში იქნება შეხვედრა ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და იმედია, რომ საერთო ენას გამონახავენ

ჩვენი ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში იქნება შეხვედრა ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და იმედია, რომ საერთო ენა გამოინახება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოთხოვნები არა კონსორციუმს, არამედ ინვესტორ ბანკებს ეკუთვნის.

„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, დაფინანსებაზე სრული პაკეტი შეკრულია, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რომელიც ჩვენი კრედიტორების 8 პუნქტთან დაკავშირებულ მოთხოვნას ეხება. სახელმწიფო უკვე საქმის კურსშია ჩაყენებული. ერთი შეხვედრა იყო ერთი თვის წინ, ზუსად ერთი კვირის წინ ოთხმა ინვესტორმა ბანკმა მთავრობას წერილობით ფორმაში მიაწოდეს ამ რვა პუნქტის შესახებ თავისი მოსაზრება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კონსორციუმი არაფერს არ ითხოვს, ჩვენ 70 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ჩვენი ჯგუფის და იმ აქციონერების მხრიდან, რომლებმაც კონსორციუმი დააფუძნა თანხა მობილიზებულია. ლაპარაკია 400 მლნ დოლარზე, იმ ბანკების მხრიდან, რომლებიცაა EBRD, ADB, AIIB და OPIC. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები, რომელთან განხილვაც მიმდინარეობს,“ - განაცხადა ხაზარაძემ,

ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორების განწყობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არ სურს ამ საკითხით საზოგადოება შეაწუხოს.

“ჩვენ მოვყევით დიდ ქარ-ცეცხლში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. მე არ მინდა შევაწუხო საზოგადოება ჩვენი ისტორიებით”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს