ირმა ნადირაშვილი მაია ცქიტიშვილს - გამორიცხავთ, რომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, ანაკლიის პროექტის სათავეში მართლაც ჩინური კომპანია აღმოჩნდება?

მკაფიოდ მიპასუხეთ გთხოვთ, გამორიცხავთ, რომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ანაკლიის პროექტის სათავეში მართლაც ჩინური კომპანია აღმოჩნდება? - ამის შესახებ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს კითხვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა დაუსვა.

დეპუტატი დაინტერესდა, რატომ არ ახსენა მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს ანაკლიის პორტზე საუბრისას არც ერთხელ „თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე.

„მე მესმის, რომ გინდათ ერთმანეთისგან გამიჯნოთ ანაკლიის პროექტი და „თიბისის“ საქმე. თუმცა, ძალიან ხელოვნურად გამოვიდა, რომ არც ერთხელ „თიბისის“ საქმე თქვენ არ ახსენეთ. შესაძლოა, თქვენ ამას მიჯნავთ, მაგრამ ხომ იცით, რომ საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ინვესტორებისთვის არის ერთიანი საკითხი. რადგან კითხვები არსებობდა, ამიტომ, მაინც გეხსენებინათ.

რადგან საერთოდ ხმა არ ამოიღეთ, ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს, რომ ეს ნამდვილად ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემებია.

მე მაინტერესებს, თქვენ როდის ჩაერთეთ „თიბისის“ საქმეში. ვგულისხმობ, რომ თქვენ წამყვანი სამინისტრო ხართ, შესაბამისად, უნდა ყოფილიყავით საქმის კურსში, რომ ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, მამუკა ხაზარაძეს გამოაცხადებდნენ ფულის გამთეთრებლად“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს