ქეთევან ციხელაშვილი მარნეულში მცხოვრებლებს - დღეს თითოეული ჩვენგანი, მთელი საქართველო, ამ დღესასწაულის თანაზიარია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, მარნეულში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

„ნოვრუზ ბაირამინიზ მუბარექ. გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს თითოეულ აზერბაიჯანელ თანამოქალაქესა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს საქართველოში ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის დღესასწაული. მინდა თითოეულ ოჯახს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ვუსურვო სიკეთე, კეთილდღეობა, გაძლიერება და რაც ყველა ჩვენგანისათვის მთავარია - მშვიდობა.

მინდა ვისურვო, რომ მალე დასრულდეს ის უსამართლობა, ის აბსურდი, რაც განგრძობით ოკუპაციას უკავშირდება, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის ინტერესშია. ასევე ის, რომ ჩვენ, ეთნიკურობისდა მიუხედავად, თითოეულ მოქალაქეს, შეგვეძლოს ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დავიცვათ ყველაზე მთავარი - მშვიდობა, ის უნიკალური საგანძური, რაც გვაქვს ჩვენი მრავალფეროვნების, ჩვენი ურთიერთობების სახით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს ეფუძნება. დღეს თითოეული ჩვენგანი, მთელი საქართველო, ამ დღესასწაულის თანაზიარია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა